- გამოუყენებელი შეძენილი კრედიტების თანხა ბრუნდება შეძენიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში, მიზეზის მითითების გარეშე.
- თუ პაკეტის ნაწილი დახარჯულია — ბრუნდება გამოუყენებელი ნაწილი, იმავე პაკეტის ერთეულის ფასით (მაგ. 30 კრედიტი / 15 ₾ = 0.50 ₾ კრედიტზე).
- თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე, საიდანაც გადაიხადეთ, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 14 დღისა (ბანკის მხრიდან ასახვას 3–10 საბანკო დღე სჭირდება).
- ტექნიკური ხარვეზით ჩაშლილი გახმოვანების კრედიტები ავტომატურად ბრუნდება ბალანსზე.
- ნაკლიანი შედეგი (არასწორი ენა, დაზიანებული ფაილი, აუდიო არსებით ნაწილში არ არის ან სისტემატურად დესინქრონიზებულია) — უსასყიდლო გამეორება ან კრედიტების დაბრუნება; მოგვწერეთ მიღებიდან 3 დღეში.
- ნაკლად არ ითვლება: ტემპის აჩქარება/შენელება სინქრონის დასაცავად, ცალკეული ფრაზის მცირე გადახრა, სტილისტური არჩევანი, ცალკეული უზუსტო სიტყვა — გახმოვანება ხელოვნური ინტელექტით სრულდება (წესები, პ. 6).
- 3 დღის შემდეგ შეძენილი კრედიტები თანხად არ ბრუნდება, მაგრამ ანგარიშზე რჩება შეძენიდან 3 თვის განმავლობაში (წესები, პ. 3).
- დახარჯული და საჩუქარი კრედიტები თანხად არ ბრუნდება.
როგორ მოითხოვოთ
მოგვწერეთ aivotranslate.ge@gmail.com-ზე ან კონტაქტის ფორმით იმ ელფოსტიდან, რომლითაც ანგარიშია რეგისტრირებული. საკმარისია: „გთხოვთ, დამიბრუნოთ გამოუყენებელი კრედიტების თანხა. შეკვეთა №____." (შეკვეთის № სავალდებულო არ არის, მაგრამ დამუშავებას აჩქარებს.)
მომწოდებელი: ი/მ ირაკლი მალაზონია, საიდენტიფიკაციო № 61001086763; მისამართი: საქართველო, ბათუმი, გორგილაძის ქ. №27; ტელ. +995 595 10 19 80.